გაერო-ს გენმდივანმა სომხეთში ხელისუფლების გადაცემას მშვიდობიანი დარეგულირების ‘ფანტასტიკური მაგალითი’ უწოდა

მდივანი

სომხეთში ხელისუფლების გადაცემას გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა მშვიდობიანი დარეგულირების „ფანტასტიკური მაგალითი“ უწოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ში შეკითხვებზე პასუხის გაცემისას ისაუბრა.

„ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა ხელისუფლების გადაცემის ფანტასტიკური მაგალითი სომხეთში, რომელშიც ახალგაზრდობა მონაწილეობდა. ეს ფანტასტიკური მაგალითი იმედს გვაძლევს, ვირწმუნოთ, რომ ახალი თაობას გადაწყვეტილებების მიღება უკეთ შეეძლება, ვიდრე ჩემს თაობას“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ანტონიო გუტერესის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას შეუძლია გაერთიანება და იმის ჩვენება, რომ დემოკრატია, თავისუფლება და სამოქალაქო უფლებები ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

Live with UN Secretary-General António Guterres

"There are reasons to hope that the younger generation will do better than mine." United Nations Secretary-General António Guterres took your questions live from the UN General Assembly, with host The Real Femi Oke of The Stream. See what he had to say about life as UN chief, the issues that matter — and what YOU can do to change the world.

Posted by United Nations on Sunday, September 23, 2018