ერევანში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა (ფოტო)

16-25 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და სომხეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ გალერეაში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქართველი თანამედროვე მხატვრების ქეთევან კობახიძის, მარიამ შაქარაშვილისა და ბექა საყვარელიძის ნამუშევრების გამოფენა იმართება.