
Latest posts by Aliq Media (see all)
სიმღერის კონკურსში „ევროვიზია 2016“ სომხეთის წარმომადგენელი ივეტა მუკუჩიანი აღიარეს, როგორც 2016 წლის ტოპ-მოდელი. სომეხმა მომღერალმა გაიმარჯვა ვებ-გვერდის Wiwibloggs მიერ გამოცხადებულ ყოველწლიურ კონკურსში Eurovision’s Next Top Model, რომელიც ხმის მიცემის შედეგად გამოავლენს ყველაზე ლამაზ მომღერალ ქალსა და მომღერალ კაცს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო lragir.am იტყობინება, ვებ-გვერდზე Wiwibloggs აპრილიდან დაწყებული ხმის მიცემა დასრულდა 12 მაისს. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემთა თანახმად, ივეტა მუკუჩიანმა მიიღო ხმათა უმრავლესობა 31,45%, ანუ 16 266 ხმა.
სომხეთის წარმომადგენლის შემდეგ არის აზერბაიჯანელი მონაწილე 22.71%-ით და ბულგარეთი 6.95%-ით.
ფოტო: ივეტა მუკუჩიანის ფეისბუქის გვერდიდან.