საბავშვო ევროვიზიას 26 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა. კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი, პოლინა ბოგუსევიჩი გახდა, რომელმაც 188 ქულა მიიღო, მათ შორის, უმაღლესი შეფასება მას დამოუკიდებელმა ქართველმა ჟიურიმ მიანიჭა.
საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე თავიდან პირველ ადგილზე იყო, მაგრამ ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა და 185 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
სომხეთის მონაწილე, 9 წლის მიშა თავისი “ბუმერანგი” სიმღერით მეექვსე ადგილს დასჯერდა. სომხეთის სასარგებლოდ 12 ქულა მხოლოდ კვიპროსმა მისცა, ხოლო რუსეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ და ალბანეთმა 10 ქულა მიანიჭა.
მიშა მეოთხე ნომრით გამოვიდა. იგი მარტო იყო სცენაზე, ცეკვის და ბენდის გარეშე.
უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური პრობლემების გამო სომხეთმა მონაწილეობა ვერ მიიღო ონლაინ კენჭისყრაში, ონლაინ კენჭისყრა თითქმის ვერ მოხერხდა.
კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა.
მომავალ წელს, საბავშვო ევროვიზიის კონკურსი ბელარუსიაში გაიმართება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021