სომხეთს სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია 2016“ წარადგენს გერმანიაში მცხოვრები სომეხი მომღერალი ივეტა მუკუჩიანი, რომლის ფესვები მოდის სამცხე ჯავახეთიდან.
სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2016„ სომხეთის წარმომადგენელი ივეტა მუკუჩიანის დედის ბებია ნინოწმინდის ყოფილ სოფელ ხოჯაბეკიდან არის (ახლა სოფელი ხოჯაბეკი ქალაქ ნინოწმინდის ნაწილია).jnews.ge-სთან საუბარში ნინოწმინდაში მცხოვრებმა მამიკონ საროიანმა, რომელსაც შორეული ახლობლური ურთოერთობა აკავშირებს ივეტა მუკუჩიანთან, დაადასტურა ინფორმაცია და მოუწოდა ჯავახეთის სომხობას სომხეთის სასარგებლოდ მისცენ ხმა.
„ევროვიზია 2016“-ზე სომხეთი წარდგება სიმღერით „Love Wave“.
საერთაშორისო კონკურსი გაიმართება ორი ნახევარფინალით და ერთი დიდი ფინალით. პირველი ნახევარფინალი დღეს 10 მაისს, მეორე 12 მაისს, ფინალი კი 14 მაისს გაიმართება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 42 ქვეყანა.
კონკურსში მონაწილე ივეტა მუკუციანი დაიბადა 1986 წელს სომხეთში. 5 წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, მაგრამ 20 წელი გერმანიაში ცხოვრების შემდეგ ივეტამ სომხეთში დაბრუნება გადაწყვიტა.
მან დაამთავრა ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 2012 წელს ივეტა მუკუჩინმა მონაწილეობა მიიღო პროექტში „გერმანიის ხმა“.
დღეს ის მოღვაწეობს როგორც სომხეთში, ასევე გერმანიაში.
ფოტო: esctoday.com