ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა წერილი გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პრემიერ-მინისტრის ვალდებულებას სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად.
„მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს მთავრობას ევროსაბჭოს დელეგაციის წევრების თბილი მიღებისათვის, რომლებიც 30 და 31 მაისს სომხეთში იმყოფებოდნენ, ასევე მათთან კონსტრუქციული დისკუსიისთვის“, – აღნიშნულია წერილში.
იანგლანდმა ასევე აღნიშნა, რომ ევროსაბჭო მნიშვნელოვნად აფასებს ფაშინიანის ვალდებულებას სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად. „ჩვენ ასევე ვიზიარებთ თქვენს შეფასებას, რათა გაიზარდოს ანტიკორუფციული ძალისხმევა და შემუშავდეს სასამართლო სისტემა სომხეთის კონსტიტუციისა და სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.“
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021