ევროპის სომხური კავშირების ფორუმის პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანის პრემიერ-მინისტრობის წინააღმდეგ ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
“სერჟ სარგსიანი დიქტატორია, რომლისგანაც დედამიწა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს,” – აცხადებს ევროპის სომხური კავშირების ფორუმი.
იმის საფუძველზე, რომ სომხეთმა ევროკავშირთან სრულყოფილი და გაფართოებული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, ევროპის სომხური კავშირების ფორუმმა ევრკავშირის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აქტიურად დაიწყო საინფორმაციო კამპანია.
“უნდა მოვახდინოთ ხანგრძლივი მმართველობის პირველი პირის სერჟ სარგსიანის ლეგიტიმურობის საკითხის მოგვარება, რადგან დიქტატურას ევროპულ ოჯახში არ აქვს ადგილი. პრობლემა მხოლოდ საშინაო არ არის. თუ ევროპა არ შეაჩერებს სერჟ სარგსიანს უახლოეს მომავალში მზად უნდა იყოს სომხეთის პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეთა მიღებაზე,” – წერია ევროპის სომხური კავშირების ფორუმის განცხადებაში.