სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და განვითარების მინისტრმა სურენ პაპიკიანმა 13 ივნისს, ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაციის წევრები იყვნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დირექტორი ჟან-ფილიპი, კონგრესის სამდივნოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დიმიტრი მარჩენკოვი, ევროპის საბჭოს სომხეთის კაბინეტის პროგრამის კოორდინატორი ტათევიკ დავთიანი.
შეხვედრაზე სურენ პაპიკიანმა ხაზგასმით აღნიშნა კონგრესთან ხანგრძლივი თანამშრომლობის მნიშვნელობა, კერძოდ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ყველა ის პროგრამა, რომლებმაც ხელი შეუწყო დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.
კონგრესის დირექტორმა აღნიშნა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს სომხეთში მიმდინარე გარდამავალ ცვლილებებს. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატია შედგა. ჟან-ფილიპმა დამატებით აღნიშნა, რომ კონგრესი მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთის რევოლუციის შედეგად დაწეყუბულ რეფორმებს თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში.