Latest posts by Aliq Media (see all)
ევროკომისიამ ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის Google-ს 5 მილიარდი დოლარით (4.34 მილიარდი ევროთი) დააჯარიმა. ევროკომისიის განცხადებით, Google არაკანონიერად იყენებდა Android-ის სისტემას, ინტერნეტში ძებნის სერვისში თავისი პოზიციების გასამყარებლად.
კონკრეტულად, Google მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიებისგან მოითხოვდა, Android-ზე მომუშავე სმარტფონებში Google Search, Google Chrome ყოფილიყო დაყენებული. სხვა შემთხვევაში Android-ზე ლიცენზიას არ გასცემდა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამერიკული კომპანია ევროკომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ევროკომისიამ კი კომპანიას დარღვევების გამოსასწორებლად 90 დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში Google-ს დამატებითი ჯარიმა ემუქრება.