Latest posts by Aliq Media (see all)
2017 წელი მნიშვნელოვანი წელია ევროკავშირი-სომხეთი ურთიერთობებისთვის და ევროკავშირი მზადაა სომხეთთან ახალ ყოვლისმომცველი და ღრმა თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწეროს. ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანმა სომხეთში ვიზიტამდე გაბაცხადა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი წელია ევროკავშირი-სომხეთი ურთიერთობებისთვის, რადგან ჩვენ ვაფართოვებთ და ვაღრმავებთ ჩვენ თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესების საფუძველზე. ევროკავშირი მზადაა ხელი მოაწეროს სომხეთთან ახალ ყოვლისმომცველ და ღრმა თანამშრომლობის შეთანხმებას. შეთანხმებული პარტნიორული პრიორიტეტებთან ერთად ეს ჩამოაყალიბებს ჩვენ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში ჩვენ ვემზადებით ინვესტიციის განხორციელებისთვის, სხვა სფეროებთან ერთად განათლებისა და ინოვაციის სფეროში” – აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.