ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას სომხეთის დემოკრატიული საზოგადოების მიმართ, ნათქვამია განცხადებაში.
“ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციის საფუძველზე ახალი მთავრობის ფორმირებაში ჩართული ყველა მხარის ყოვლისმომცველი დიალოგი, რაც სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქის ინტერესებშია. ევროკავშირი მხარს უჭერს პრეზიდენტ არმენ სარგსიანის ძალისხმევას ამ საკითხში,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს, რომ ყველა ჩართულმა მხარემ, მათ შორის სამართალდამცავმა ორგანოებმა და მათ, ვინც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავენ, აჩვენონ თავშეკავება და პასუხისმგებლობა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021