ევროკავშირი მიესალმება სომხეთში მიმდინარე რეფორმებს და მომავალი 4 წლის განმავლობაში სომხეთისთვის 160 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა 3 ივლისს, ევროპარლამენტში სომხეთი-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების საბოოლო განხილვის დროს.
4 ივლისს ევროპარლამენტმა ხმა მისცა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხს.
“ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ სომხეთს ბევრ სფეროში, მცირე და საშუალო ბიზნესის გასაუმჯობესებლად და ენერგეტიკის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ასევე შესაძლებელია კერძო ინვესტიციების გაზრდა ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორში “, – განაცხადა მოგერინიმ.