მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოითხოვს სწრაფ პოლიტიკურ მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
“მოუგვარებელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის დაბრკოლება რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის… 2003 წლიდან ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები მუშაობენ ევროკავშირის ქვეყნებსა და რეგიონის ქვეყნებს შორის დიალოგის ხელშეწყობისა და დახმარების გაწევის მიზნით. ევროკავშირი, მათ შორის, მისი სპეციალური წარმომადგენელი კრიზისის საკითხებში სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, მხარს უჭერს და ავსებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში”, – ნათქვამია დოკუმენტში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021