ევროკავშირი სომხეთში 3 მილიონ ევროს გამოყოფს ქვეყანაში სირიელი ლტოლვილების ინტეგრაციისთვის. ეს საკითხი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთისა და ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორობის საბჭოს პირველ სხდომაზე განიხილეს.
ევროკავშირის წარმომადგენლები მიესალმნენ სომხეთში კორუპციის წინააღმდეგ მიმდინარე რეფორმებსა და მთავრობის მკაფიო ქმედებებს. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა გააძლიერონ თანამშრომლობა სომხეთთან “აღმოსავლეთ პარტნიორობის” და განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში.