Latest posts by Aliq Media (see all)
მიუხედავად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ვარდნისა ევრაზიული კავშირის კომისიის თავმჯდომარემ კმაყოფიება გამოხატა უარყოფითი მაჩვენებლების დაწევასთან დაკავშირებით. 2015 წელს დაფიქსირებულა თითქმის რვა ჯერ მაღალი ვარდნა (დაახლოვებით 2,5) ვიდრე 2016 წელს.
მოსკოვში, მინსკში, ასტანასა და ერევანში მყოფი ჟურნალისტებისთვის 16 იანვარს ორგანიზებული ტელეხიდის დროს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომისიის ინტეგრაციისა და მაკროეკონომიკის მინისტრ ტატიანა ვალოვაიას განუცხადებია, რომ 2016 წელი კავშირმა შეაჯამა 0,3 % ვარდნით.
ვოლოვაიას მიხედვით ის, რომ რუსეთის მიერ ინიცირებულ კავშირში თანდათანობით ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი მცირდება, უკვე მიღწევაა.
როგორც წერს რადიო თავისუპლების სომხური სამსახური, უკვე მეორე წელია რაც მცირდება ასევე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობის მაჩვენებელი, 2015 წელს დაფიქსირდა 24,5% ვარდნა, ხოლო 2016 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგინა 12,6 %. კავშირის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი მეტად შთამბეჭდავია, 2015 წელს შეადგინა 33,6%, 2016 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში 15,8%.
„2017 წელთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი გვიჩვენებს, რომ ევრაზიული კავშირის ყველა წევრი ქვეყანა დააფიქსირებს ეკონომიკურ ზრდას“-, განაცხადა ვალოვაიამ.