Latest posts by Aliq Media (see all)
თურქი ანალიტიკოსი ოსმან ქავალა აღნიშნავს, რომ თურქეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადება, რომ თურქეთს სურს ევრაზიის ეკონომიკური კავშირში გაწევრიანება მხოლოდ სურვილის გამოთქმაა და არა რეალური პროექტი.
თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბეკჩიმ განაცხადა, რომ შესაძლებელია თურქეთმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან საბაჟო შეთანხმებას მოაწეროს ხელი. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვს.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ სომხეთს აქვს თურქეთთან სახმელეთო საზღვარი, კავშირში კი მოქმედებს “ღია საზღვრების”, “თავისუფალი ვაჭრობის” პრინციპები.
შეკითხვაზე შესაძლებელია თუ არა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის საკითხი დღის წესრიგში დადგეს, ანალიტიკოსი უპასუხა, რომ “თუ თურქეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირში შესვლისთვის გარკვეულ ზომებს მიიღებს, იგი წაახალისებს აზერბაიჯანსაც ამის გაკეთებაში. ასეთი სცენარის შემთხვევაში შესაძლებელია ბუნებრივად გაამახვილონ ყურადღება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხშიც, რომელიც იხელმძღვანელებს თურქეთისა და სომხეთის საზღვრების გახსნისა და ურთიერთობების ნორმალიზების გზით”.
თურქმა ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირში თურქეთის გაწევრიანება რთული და გრძელვადიანი პროცესია, თუმცა ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მას დადებითი გავლენა ექნება სომხეთ-თურქულ ურთიერთობებზე.