ეუთოს ოფიციალურმა გვერდმა ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული განცხადება გაავრცელა

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განცხადება გაავრცელეს რეგიონული ვიზიტსა და სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრის შედეგებზე. ამის შესახებ ინფორმაცია ეუთოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

თანათავმჯდომარეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ შეხების ხაზზე ბოლო დროს ადამიანური მსხვერპლის გამო. ისინი მხარეებს მოუწოდებენ დამატებითი ნაბიჯები გადადგან დაძაბული მდგომარეობის განმუხტვისა და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებისთვის.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, იგორ პოპოვს (რუსეთი), სტეფან ვისკონტის ( საფრანგეთი), ენდრიუ შოფერს (აშშ) და ეუთოს მოქმედი პრეზიდენტის  პირად წარმომადგენელს ანჟეი კარსპრჩიკს, 7 თებერვალს,  ბაქოში შეხვედრა ჰქონდათ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ხოლო 9 თებერვალს სომხეთის პრეზიდენტთან.

Leave a Reply