Latest posts by Aliq Media (see all)
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ჟენევაში სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელეს. განცხადება ეუთოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მიიღონ ზომები მოლაპარაკებების პროცესის გაღრმავებასა და დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის, რომ შეამცირონ დაძაბულობა კონტაქტების ხაზის ზონაში.
თანათავმჯდომარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს პრეზიდენტების პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ.
თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ შეახსენა მათ მზადყოფნა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის მონაწილე მხარეებს შორის შუამავლობით.
“მომდევნო ეტაპზე, თანათავმჯდომარეები საგარეო საქმეთა მინისტრებთან სამუშაო კონსულტაციებს გამართავენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.