
4 სექტემბერს, ეუთოს გენერალური მდივანი თომას გრემინგერი სომხეთს სტუმრობს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს, პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და ეროვნული კრების სპიკერს არა ბაბლოიანს შეხვდება.