ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ალაბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა აცხადებს, რომ შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრზე „გაზრდილი ძალადობით“ და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრზე გაზრდილი ძალადობით და მხარეებს მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, ვიდრე კიდევ მეტი ადამიანის დაღუპვის მომსწრეები გავხდებით,“ – აღნიშნულია ედი რამას განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები სიტუაციის დეესკალაციისთვის პირდაპირი კომუნიკაციის მექანიზმებს გამოიყენებენ.
„სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა 2019 წლის მარტში, ვენაში, მინსკის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეების ეგიდით გამართული შეხვედრის დროს პირდაპირი კომუნიკაციის არხი შეიმუშავეს. რამამ იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ასეთ მექანიზმებს სიტუაციის დეესკალაციისთვის გამოიყენებენ“, – აღნიშნულია ეუთოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021