ესპანეთში სომხური და ქართული კრიმინალური დაჯგუფებების 142 პირი დააკავეს

კატალონიის სამართალდამცავებმა ფართომაშტაბიანი სპეციპერაციის შედეგად ე.წ “სომხური მაფიის” 146 პირი დააკავეს. ამის შესახებ, კატალონიის პოლიცია Twitter-ის საშუალებით  იყტობინება.

ოპერაციაში კატალონიისა და ესპანეთის ეროვნული პოლიციის 1000 ოფიცერი მონაწილეობდა. დაკავებულია 142 პირი, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი – 35 წლის სომეხი ერიკ ჯაგანიანი და საქართველოს მოქალაქე არტაკ ოჰანიანი. ჯაგანიანთან ერთად დააკავეს მისი პირადი მცველი და მეუღლე. 61 პირი ვალენსიასა და ალიკანტეში დააკავეს, დანარჩენები პოლიციამ მადრიდში, ბარსელონასა და ალბასეტეში აიყვანა.

დაკავებულებს შორის არის ესპანელი, რომელიც ჩოგბურთის მატჩებზე ფსონების დადების დროს თაღლითობდა და ამ სქემაში ჩართული იყო რუსი ჩოგბურთელიც.

“დაკავებული არიან ბინის ქურდები, სუტენიორები, რომლებსაც რუსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან ქალები ჩამოჰყავდათ, სპორტული მატჩების მანიპულატორები, იარაღით მოვაჭრეები, ნარკობიზნესისა წარმომადგენლები…ყველა მათგანი ე.წ. კანონიერ ქურდებს ემორჩილებოდა”- წერს ესპანური მედია.

ესპანური გამოცემა EL Pais, წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ოპერაცია იმ მაშტაბური კრიმინალური 6 დაჯგუფების მოქმედებებს დაუსვამს წერტილს, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქართველი ძმები შუშანაშვილები (კახა და ლაშა) და სომხური წარმომავლობის „კანონიერი ქურდი“ ერიკ ჯაგინიანი.




Leave a Reply