
3049852 03/15/2017 March 15, 2017. Russian President Vladimir Putin and Armenian President Serzh Sargsyan, left, at a joint news conference on the results of the Russian-Armenian talks. Michael Klimentyev/Sputnik
Latest posts by Aliq Media (see all)
სერჟ სარგსიანი სომხეთის ქალაქ გიუმრიში (ლენინაკანი) ერთობლივი თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის შექმნას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სომხეთის ქალაქ გიუმრიში (ლენინაკანი) ერთობლივი თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის შექმნის პროექტის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ურთიერთთანამშრომლობის სომხურ-რუსული პოტენციალი საკმაოდ დიდია.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სააგენტო რუსულ იზვესტია-ზე დაყრდნობით წერს.
სარგსიანის აზრით „ამ კომპლექსის მრავალპროფილიანი მასშტაბი ისე უნდა გაითვალოს, რომ ის 102-ე სამხედრო ბაზის მოდერნიზაციის საკითხების გადაწყვეტის პარალელურად, რუსეთისა და სომხეთის მოსაზღვრე ქვეყნებს შორის პრაქტიკული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დამყარების პლატფორმა გახდეს“.