Latest posts by Aliq Media (see all)
„1+4 პრგრამა რომ არ ყოფილიყო, მე საქართველოში სწავლას არ გავაგრძელებდი, იმ გზას არ გავივლიდი რაც გავიარე. ამ პროექტის ინიციატორების მადლობელი ვარ. პროექტმა ჩვენი ინტეგრაციის საკითხში თავისი დადებითი შედეგი გამოიღო“.
ალიქ მედიას რესპონდენტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკას მცხოვრები, გურგენ იეზოიანია, რომელმაც საქართველოში უმაღლესი განათლება, ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი 1+4 პროგრამით მიიღო. ის ახლა მაგისტრატურის სტუდენტია.
„1+4 პროგრამით ჩავაბარე თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ახლა სწავლას ვაგრძელებ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. საქართველოში, იქ სადაც ვცხოვრობთ, განათლების მისაღებად 1+4 საუკეთესო შესაძლებლობაა.
ჯავახეთის მოსახლეობას პრობლემები აქვს ქართულ ენასთან დაკავშირებით, ხოლო ეს პროგრამა ქართულის დასაუფლებლად საუკეთესო შესაძლებლობა იყო“-ამბობს გურგენი. ის უმაღლეს სასწავლებელში მშობლიურ, სომხურ ენაზე, ერთი გამოცდის (ზოგადი უნარჩვევბის) ჩაბარებით მოხვდა.
გურგენი ამბობს, რომ პროექტი იძლევა იმ შედეგს, რისთვისაც შეიქმნა. ის ასევე აღნიშნავს, რომ პროექტის მიზანი არ არის ქართული ენის შესწავლა. ის უბრალოდ ეხმარება სახელმწიფო ენის არ მცოდნე პირებს, გამოცდა ჩააბარონ მშობლიურ ენაზე, შემდეგ კი მათი, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება მოხდეს.
„ჩვენ – ჯავახეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს, ინფორმაციის ნაკლებობა გვქონდა. რა სიმკაცრის იქნებოდა ქართულის შესავლა, რა გველოდა პროექტის პირველი წლის დსრულების შემდეგ… პირადად მე, სანამ სწავლას დავიწყებდი, ვფიქრობდი, რომ რაღაც დონეზე ქართული ვიცოდი, თუმცა გამოცდილებამ მაჩვნება, რომ ეს ასე არ იყო.
სამწუხაროდ, ქართულის შემსწავლელმა პროგრამამ, მოლოდინი ვერ გაამართლა“.
ქართული ენის შესწავლაში გურგენს ასევე იურიდიული ფაკულტეტი დაეხმარა:
„მე არც ერთ წამს არ გავჩერებულვარ ქართულის დახევწის მიმართულებით. ენის ფლობა მოითხოვს დიდ შრომისმოყვარეობას. ჩვენ ხომ კონკურენცია უნდა გაგვეწია იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც ქართული სკოლები დაამთავრეს“.
მისი თქმით 1+4 პროგრამით მოხვედრილ სტუდენტებს მხარდაჭერას ლექტორებიც უწევდნენ, უფრო რბილად ექცეოდნენ, ბევრს არ სთხოვდნენ. თუმცა გურგენს, ფსიქოლოგიურად ეს არ მოსწონდა.
სხვა საკითხია ქართველ სტუტენტებთან ინტეგრირება, რაზედაც გურგენი ამბობს:
„საწყის ეტაპზე გარკვევით ჩანდა, რომ ინტეგრირება ვერ ხერხდებოდა, ეთნიკურად სომხები ყოველთვის ერთად ვიყავით, ეს კი ნორმნალური არ იყო. შემდეგ რაც უფრო მეტად გადავლახეთ ენობრივი ბარიერი, მით უფრო მეტად მოხდა ინტეგრირება“.
იუსტიციის მინისტრის პროგრამის თანახმად, რეგიონებში იგეგმება იუსტიციის სახლის ფილიალების გახსა, გურგენ ეზოიანი ახალქალქის ფილიალში დაიწყებს მუშაობას.
„ახალქალაქში , სამუშაოს თაობაზე საუბრისას, ძალინ ბევრჯერ გვიმსჯელია ჩემს თანაქალქელებთან კომუნიკაციის ენის საკითხებზე. განსაკუთრებით მათთან, რომლებიც არ ფლობენ ქართულს. დღემდე, კომუნიკაცია ქართულ ენაზე არ გამოგვდის. გასაგებია, რომ თბილისში ამას გაითავლისწინებენ და ხალხიც უკმაყოფილო არ დარჩება“.
თავისი წარმატების ისტორიის შეჯამებისას, გურგენი ურჩევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც 1+4 პროგრამით აპირებენ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას : „მოვუწოდებ, იყვნენ შრომისმოყვარენი და განსაკუთრებულად იმუშაონ ქართული ენის დახვეწაზე, როგორც ჩაბარებამდე, ასევე სწავლის პერიოდში“.