სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევამდე ერთი დღით ადრე, მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებს, რესპუბლიკის მოედანზე ელოდება.
ერევნის ცენტრალურ მოედანზე ოპოზიციის ლიდერი მომხრეებს, საკუთარ გეგმებს გააცნობს.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, ის შეეცდება ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ვითარებას უპასუხებს, ხოლო სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთანავე, მზადაა თანამდებობა დატოვოს.
ნიკოლ ფაშინიანის გარდა მიტინგზე დღეს ცნობილი ჯგუფის “System of a down”-ის სოლისტს, სერჟ თანკიანსაც ელოდებიან.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021