დღეს სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სიტყვით მიმართა სომეხ ხალხს.
მისი თქმით, უკვე ერთი კვირაა სომხები ეწინააღმდეგებიან “აზერბაიჯანულ-თურქული ტერორისტული შეტაკებების განხორციელებას, რომელსაც უპრეცედენტო მასშტაბები აქვს”.
”ასობით ტანკი, ათასობით ჭურვი და რაკეტა, ათობით თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასობით უპილოტო მფრინავი აპარატი და ათიათასობით ქვეითი უტევს ფრონტის ხაზის გასწვრივ.
150-დან 200 ჯარისკაცი თავს ესხმის ერთ პოზიციას და ეს შეტევები დღეში რამდენჯერმე მეორდება. ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან სირიელი ტერორისტები და თურქული არმიის სპეცდანიშნულების რაზმები. ჩვენი ინფორმაციის თანახმად, თურქული არმიის 150 მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე აზერბაიჯანის არმიის სხვადასხვა სამეთაურო ქვედანაყოფებში იმყოფება და ოპერაციას ხელმძღვანელობს’’,- აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ სომხური მხარე სასიკვდილოდ იბრძვის, რისი დამსახურებითაც მტერმა ვერანაირი სტრატეგიული პრობლემა ვერ გადაჭრა. ” წარმოუდგენელია ჩვენი ჯარისკაცების, მოხალისეების და ოფიცრების გამძლეობა”, – თქვა მან.
”დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ისტორიის ალბათ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში“.
ისინი მხოლოდ ყარაბაღის ან ტერიტორიებისთვის არ მოსულან. მათი მიზანი სომხები და გენოციდის გაგრძელებაა, მაგრამ დღევანდელი სომეხი აღარ იქნება „დერ ზორის“ მოგზაური. გუშინ საღამოს ჩვენს ერთ-ერთ მეთაურს და რიგითს ვესაუბრე, ისინი სავსენი არიან გაუტეხავი შეუპოვრობით. მხოლოდ გამარჯვებაა ის დასასრული, რომელიც ამ ბრძოლის ბოლოს წარმოგვიდგენია.
დღეს ჩვენმა ძალებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს და მტრის რამდენიმე სპეცრაზმი დაამარცხეს. მტერი ხერხემალში ისე უნდა გავტეხოთ, რომ აღარასოდეს გამოიხედოს თავისი სისხლიანი მზერით ჩვენი სამშობლოსკენ. ეს არის ახალი „სარდარაპატი“ და თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია ემსახუროს მიზანს, რომელსაც გამარჯვება ჰქვია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
დიდება დაცემულ გმირებს,
დიდება სომეხთა ჯარს”, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021