Latest posts by Aliq Media (see all)
განხილვები აპრილის დასაწყისში მომხდარი ომის მიზეზებისა და შედეგების შესახებ ჯერ კიდევ გრძელდება, ეს ბუნებრივიცაა – აპრილის თვეში მოხდა არა უბრალოდ სომხურ-აზერბაიჯანული შეჯახება, არამედ მოვლენა, რომლსაც უფრო მეტად გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რომლის მიღმაც იმალება მთელი რიგი განსხვავებული მიზეზები და მიზნები.
საინფორმაციო სააგენტო lragir.am წერს, რომ სამხედროებისა და სხვა ექსპერტების მტკიცებით, აზერბაიჯანი თავდასხმის გეგმას დიდი ხნით ადრე ამუშავებდა. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი, რომელიც აჭიანურებდა სომხეთისთვის იარაღის მიწოდებას, ინტენსურად ამარაგებდა აზერბაიჯანს. სამხედრო მოქმედებებამდე რამდენმე დღით ადრე რუსულ პრესაში გამოჩნდა სამხედრო შეიარაღების სია, სადაც წარმოდგენილი იყო რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის მისაწოდებელი იარაღი. გარდა ამისა, რუსეთმა მიაღწია იმასც, რომ სომხეთმა ვერ შეძლოს იარაღის შეძენა მესამე მხრიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების გეგმა დეტალურად იყო დამუშავებული სომხური ჯარის მონაცემების გათვალისწინებით. გამოტანილი იქნა დასკვნა, რომ სომხურ ჯარში არსებობს პრობლემა შეიარაღებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სამხედრო მზადყოფნასთან დაკავშირეებითაც.
იცოდა თუ არა სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის აგრესიის შესახებ?
სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებები ამასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ უმრავლესობის აზრით, საფრთხის პროგნოზირება შეიძლებოდა.
არსებობს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთაგან ერთ-ერთს გაუფრთხილებია სომხური მხარე მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით. ოთხდღიანი ომის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა უწყებას სთოხვა აეხსნა, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ამ შეკითხვიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის თავდასხმაზე რუსეთს არ გაუფრთხილებია, მეტიც, რუსეთი, როგორც ჩანს, ამტკიცებდა, რომ თავდასხმა არ იგეგმებოდა.
სომხურმა ჯარებმა შეაჩერეს თავდასხმა დიდი დანაკარგების ფასად, მაგრამ ასევე გაჩერებული იქნა სომხური მხარის კონტრ-თავდასხმა. რაც არ უნდა იყოს, ამ ეტაპზე რუსეთმა ვერ შეძლო თავისი მიზნისთვის მიეღწია – სომხეთის თხოვნა „სამშვიდობოების“ სახით.