ერთ-ერთ დაღუპულ სამხედროსთან აღმოჩენილია ისრაელური წარმოების რადიოგადამცემი

აზერბაიჯანული მხარის ერთ-ერთ დაღუპულ სამხედროსთან აღმოჩენილი ისრაელური წარმოების რადიოგადამცემის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაჯგუფებებს რამდენიმე მიმართულებით არაბული ენით ხელმძღვანელობენ. ამის შესახებ არცახის თავდაცვის არმიის მეთაურის მოადგილემ არტურ სარგსიანმა განაცხადა.

1-ელ ოქტომბერს, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლები გრძელდებოდა. მტერი აგრძელებდა თავდაცვის არმიაზე შეტევასთვითმფრინავების, ვერტმფრენების, რაკეტების, ჯავშანტექნიკის და სპეციალური დანაყოფების მთელი არსენალის გამოყენებით.

1-ელი ოქტომბრის საომარი მოქმედებების დროს მოწინააღმდეგემ დაკარგა 39 ერთეული ჯავშანმანქანა, 4 სუ-25 თვითმფრინავი, 3 მი-24 ვერტმფრენი, 17 უპილოტო მფრინავი აპარატი, დაიღუპა 830 ადამიანი“, – აცხადებს არცახის თავდაცვა.