ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული, 2014 წლის ივნისიდან დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლის ქვეშ იმყოფება.
2016 წლის ოქტომბერში, ერაყის შეიარაღებული ძალების მიერ ქალქის გათავისუფლების მოქმედებების შედეგად 2017 წლის 10 ივლისს ერაყის მთავრობამ ოფიციალურად განცხადა მოსულის გათავისუფლების შესახებ.
მოსულის გათავისუფლების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მნიშვნელოვანი დაწესებულებები დანგრეული და გაძარცვულია, მათ შორისაა, მოსულის ცნობილი უნივერსიტეტი, რომლის ბიბლიოთეკის ფონდი თითქმის მთლიანად განადგურებულია.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, მოსულის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა არაბისტიკის მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად გადაწყვიტა მოსულის უნივერსიტეტს საჩუქრად წიგნები გადასცეს.
წიგნები უნივერსიტეტს 27 თებერვალს გადაეცემა.