ერევნის პოლიციის უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი გარიკ ღუკასიანი დაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება, სომხეთის პოლიციის უფროსმა ვალერი ოსიპიანმა მიიღო.
ამასთან დაკავშირებით სომხეთის პოლიციის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა არმენპრესს განუცხადა.
მანამდე გარიკ ღუკასიანი პოლიციის ერევნის დეპარტამენტის ოპერატიული საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილე იყო.
ერევნის პოლიციის ყოფილი უფროსი თანამდებობიდან 23 აგვისტოს გაათავისუფლეს.