ერევნის მერმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

15 ოქტომბერს, ერევნის ახლადდანიშნულმა მერმა ჰაიკ მარუთიანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გაამართა, რომლის განმავლობაში ურბანული სექტორის წარმომადგენლებმა მერს მიმდინარე სამუშაოები წარუდგინეს.

“ერევანი ქალაქია, რომელიც  სავსეა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემებით და ჩვენ ყოველდღე უნდა ვიმუშაოთ მათ მოსაგვარებლად. არსებული პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოგვარდეს, რათა საზოგადოებაში შეშფოთება არ გამოიწვიოს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის გაგება, თუ რამდენად არის მოცემული პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი, შემდეგ უკვე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება”, – განაცხადა ჰაიკ მარუთიანმა.

შეხვედრაზე განიხილეს ერევნის მერიის მიერ შედგენილი 2018 წლის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყველა სამუშაო, რომელიც დადგენილი გრაფიკით ხორციელდება, კერძოდ  საკუთრების, მრავალსართულიანი კორპუსების, სადარბაზოების და სახურავების, ქუჩების ასფალტირების, ავარიუი აივნების, ეზოებისა და სპორტული მოედნების შეკეთება.

23 სექტემბერს, ერევნის საკრებულოს ვადამდელი არჩევნები გაიმართა, რომელმაც “ჩემი ნაბიჯი” ალიანსის კანდიდატი ჰაიკ მარუთიანი მერად აირჩია. ახალადარჩეულ საკრებულოში ალიანსმა 57 მანდატი მიიღო.