
Latest posts by Aliq Media (see all)
“ჩვენმა წყაროებმა შეგვატყობინეს, რომ რამდენიმე წუთის წინ გადადგა ერევნის მერი, ტარონ მარგარიანი”, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო 1in.am.
აღსანიშნავია, რომ “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ ერევანში მოქალაქეები მერის, ტარონ მარგარიანის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავენ.
საპროტესტო აქციები FACT TV-ის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც ნათლად ჩანს, მერის მიერ მითვისებული ქონება მის თანამდებობის უმოკლეს ვადაში – გამოძიება 2017 წლის 1 ნოემბერს დაიწყო და 2018 წელს 21 თებერვალს დასრულდა.
ტარონ მარგარიანის ოჯახსა და ახლობლებს რამდენიმე ფეშენებელური სახლი აქვთ საკუთრებაში, ასევე ფლობენ გადამზიდავ კომპანიებს.