ერევნის ზოოპარკი, 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ევრაზიის ზოოლოგიური ბაღებისა და აკვარიუმების საერთაშორისო ასოციაციის 24-ე კონფერენციას მასპინძლობს. მსოფლიოს 80 ქვეყნის ზოოპარკების 120-ზე მეტი წარმომადგენელი, ერევანში იმყოფება, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებიც.
ყოველწლიურად, კონფერენცია დსთ-სა და ევროპის ზოოპარკების 150 დელეგაციას აერთიანებს, რათა განიხილონ თანამედროვე ზოოპარკების მენეჯმენტი, გლობალური ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ზოოლოგია და ვეტერინარული სფერო, ისევე, როგორც სახელმწიფო დონეზე თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხები.
ევრაზიის ზოოლოგიური ბაღებისა და აკვარიუმების ასოციაციის (ERAA) საერთაშორისო კონფერენციის წლევანდელი თემაა ცხოველთა კონსერვაციისა და ცხოველების რეპროდუქციის (რეინტროდუქციის) სფეროში ზოოპარკის როლი და მნიშვნელობა.
კონფერენციაში საქართველოდან სამმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
სტუმრები იმყოფებოდნენ ასევე ერევნის ზოოპარკში, სადაც კონფერენციის ფარგლებში მათ მიერვე გაკეთებულ ქანდაკებების გამოფენას დაესწრნენ.