Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ კარენ ავაგიანმა, პრლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას, სტუდენტებს, რომლებიც “ჯარში სავალდებულო სამსახურის” კანონპროექტს აპროტესტებენ, მოუწოდა დათანხმდნენ შეთავაზებას და მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის მუშაობაში.
“მე მოვუწოდებ სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის მუშაობაში, რათა შეძლონ იპოვონ იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლის გამოც მათ შიმშილობა გამოაცხადეს”-აღნიშნა კარენ ავაგიანმა.
მან ასევე ჟურნალისტების შეკითხვას თუ რატომ არ ხვდება სტუდენტებს, უპასუხა, რომ შეკითხვის არსი ვერ გაიგო. “ამ პრობლემას მე როგორ გადავწყვეტ? მე დეპუტატაი ვარ და ჩემი საქმე ვიცი. თუ ამისის საჭიროება იქნება, რომ ჩემი თქმით ისინი შეწყვეტენ პროცესებს, დაველაპარაკები, მაგრამ ჩვენმა ბევრმა კოლეგამ უკვე სცადა მაგრამ უშედეგოდ.”
შეგახსენებთ, რომ დღეს სომხეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო “სამხედრო მსახურებისა და ჯარისკაცის სტატუსის შესახებ”კანონპროექტი, ხოლო სტუდენტები, რომლებიც ამ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, აგრძელებენ აქციას.