ერევანში შეიარაღებული შეტაკების შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი

დღეს დილით გამთენიისას დაახლოებით 5 საათზე ორგანიზაცია „დამფუძნებელი პარლამენტი“-ს წევრებმა და „სასნა წრერ“ სახელწოდებით ჯგუფმა ერევანში  პოლიციის ერთ-ერთი განყოფილება დაიკავეს. მათი ძირითადი მოთხოვნაა მთიანი ყარაბაღის ომის ვეტერანის ჟირაირ სეფილიანის და დანარჩენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სომხური ონლაინ მედია საშუალებები  შეტაკებების, დაჭრილების და ერთი მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ, ჯგუფის მიერ შენობების დაკავების ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ ჩვეულ რეჟიმში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეიარაღებულ პირებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მათ დაყარონ იარაღი და  ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს ჩაბარდნენ.

Leave a Reply