ერევნის ცენტრში მომიტინგეები დილიდან იკრიბებიან. 17 აპრილს, ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მომხრეებს მოუწოდა, კვლავ შეიკრიბონ და დემონსტრაციები განაგრძონ.
10:55- მომიტინგეების რიცხვი იზრდება. პოლიციამ დემირჭიანის ქუჩაზე ცოცხალი კედელი განათავსა. მომიტინგეები უკვე პრეზიდენტის სასახლესთან არიან. აქციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანი პოლიციელებისგან ძალის გამოუყენებლობას ითხოვს.
10:42- პროტესტანტებმა მოსკოვის ქუჩა გადაკეტეს.
10:41- ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივა “ჩემი ნაბიჯის” მონაწილეებმა საფრანგეთის მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ტერიტორია შემოფარგლეს.
ინფორმაციის წყარო: armtimes.com