ერევანში სამართალდამცველებმა სტუდენტები დააკავეს

ერევნის მეტროსადგურ “ახალგაზრდობასთან” 17 აპრილის, დილას პოლიციელებმა 20-მდე სტუდენტი დააკავეს, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ დღევანდელი სამოქმედო გეგმის განსახილებლად.

ახალაზრდებმა აქციის გაგრძელება გუშინ დაანონსეს.

15 წუთის განმავლობაში სტუდენტებს მიუახლოვდნენ პოლიციელები, მათ შორის, სამოქალაქო ტანსაცმელში პოლიციელები, რომლებმაც ყოველგვარი ახსნის გარეშე დააკავეს სტუდენტები, მათ შორის, სტუდენტური მოძრაობის YSU Restart-ის ლიდერები.

უკვე მე-5-ე დღეა ერევანში ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ აქციები იმართება.

 

 

Leave a Reply