სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის წინააღმდეგ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრაციები განსაკუთრებით აქტიურად ერევანში მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტებმა ათობით გზა გადაკეტეს, ქალაქში მოძრაობა ფაქტობრივად შეუძლებელია.
16 აპრილს, დილის საათებიდან ქალაქი უკვე პარალიზებულია და მოქალაქეების უმეტესობა აქციას უერთდება. პოლიცია ცდილობს ძალია გამოყენებით პროტესტის მონაწილეები დაშალონ, თუმცა ისინი მეტროსადგურებსა და გზებზე წინააღმდეგობას აგრძელებენ.
ამ დროისათვის პარალიზებულია ბაღრამიანის, თუმანიანის და ორბელის ქუჩები.