ერევანში პლაჟის ფრენბურთის ტურნირი გაიმართება. ამის შესახებ “არმენპრესს” სომხეთის ფრენბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა კარენ ასმარიანმა განუცხადა.
აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ფრენბურთის მამაკაცთა ტურნირზე 5 ქვეყნის, რომელთა შორისაა რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლატვია და სომხეთი, 14 ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირი 7-9 სექტემბერს ჩატარდება.