ერევნის შარლ აზნაურის სახელობის მოედანზე 16 სექტემბერს, „Yerevan Music Night“ ფესტივალი ჩატარდა, რომელიც ორგანიზებული იყო „კამი“ კლუბისა და „ერევნის ღვინის დღეების„ ფესტივალის ორგანიზატორები მიერ.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ჯაზ და ბლუზ- ბენდები და მომღერლები, მათ შორის, ლევონ მალხასიანი, “არამ mp3” და მსოფლიო ვარსკვლავი ლოუ ბეგა.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ანი მარტიროსიანი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კამი კლუბის ათი წლის აღსანიშნავად, ქალაქს მუსიკალური დღესასწაული აჩუქეს.
„ქალაქის მოსახლეობას, სტუმრებსა და ტურისტებს იდეალური შესაძლებლობა აქვთ ისიამოვნონ კარგი მუსიკით. ტურისტების რაოდენობა და ინტერესი ფესტივალისადმი ძალიან დიდია. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ 23:00 საათის შემდეგ ქალაქში ხმაური აკრძალულია, ფესტივალი 23:00 საათამდე გაგრძელდება, თუმცა დიდი სიამოვნებით გვიანობამდე გავაგრძელებდით“,-აღნიშნავს მარტიროსიანი.
მარტიროსიანმა ასევე დაგეგმილ წვერის ფესტივალზეც ისაუბრა.
„ჩვენი ფონდის ინიციატივითა და ორგანიზებით წვერის ფესტივალი 2018 წლის ივლისის მეორე კვირაში ჩატარდება, რომელიც იქნება უპრეცენდენტო და საკმაოდ დიდი მასშტაბის. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსანტები, როგორც სომხეთიდან ასევე საზღვარგარეთიდანაც“, – აღნიშნა მან.
აღაბეკ სიმონიანი
Latest posts by აღაბეკ სიმონიანი (see all)
- ბრიუსელში ფაშინიანისა და მაკრონის შეხვედრა გაიმართა - 12/07/2018
- ფოტო: გიორგი მარგველაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი ნატოს სამიტზე - 11/07/2018
- აზერბაიჯანელები კაპანში - 08/02/2018