ერევანში ევროპის მოედანი გაიხსნა

დღეს ერევნის ჩრდილოეთ გამზირს ევროპის მოედანი დაარქვეს. ეს ღონისძიება ევროპის საბჭოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი მასქიენი და სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

ღონისძიებას ესწრებოდა ერევნის მერი ჰაიკ მარუთიანი, რომელმაც “ევროპის მოედანის” მოწმობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გადასცა