სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს დახურული შეხვედრა ჰქონდა მანჰეტენის “იეილის” კლუბში, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ ერევანში დაბრუნების შემდეგ, იგი მოლაპარაკებებს დაიწყებს საპარლამენტო ძალების ლიდერებთან ეროვნული ასამბლეის დაშლის შესახებ. ამის შესახებ პოლიტოლოგმა ჰაიკ მარტოროსიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია და ამ შეხვედრის ფოტოც გამოაქვეყნა.
“პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ პარლამენტის დაშლა, რომელიც მომავალ ზაფხულშ იყო დაგეგმილი, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ “რესპუბლიკური პარტიის” აგრესიული პოზიციის შესახებ, არამედ ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნებში აბსოლუტურ გამარჯვებაზეც”, – წერს პოლიტოლოგი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021