ერევანში ქართველი პიანისტის ნინო ბაქრაძის კონცერტი გაიმართა

სომხეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება.

ღონისძიებების ფარგლებში პიანისტმა ნინო ბაქრაძემ სომხეთში საქართელოს საელჩოს მოწვევით 21 ივნისს ერევნის კამერული მუსიკის სახლში კონცერტი გამართა.

მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ნინა ბაქრაძე თბილისში მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. მან ბოლო პერიოდში არიზონას უნივერსიტეტის  დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიიღო.

ბაქრაძე უკვე მეორედ იმყოფება ერევანში, მანამდე ის გახდა არამ ხაჩატრიანის სახელობის მუსიკალური კონკურსის ლაურეატი.

“ძალიან მიყვარს ერევანი. ეს ძალიან თბილი ქალაქია და ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და სომეხი მსმენელისთვის დაკვრა “, – განაცხადა ბაქრაძემ ალიქ მედიასთან საუბრის დროს და დასძინა, რომ კონცერტის პროგრამა ადაპტირებული იყო აუდიტორიისთვის რომელშიც იყო სინთეზი კლასიკური, მელოდიური და ქართული ხმების.

სომხეთში საქართევოს ელჩის გიორგი საგანელიძის განცხადებით, მომავალში ასევე იგეგმება ანალოგიური კულტურული ღონისძიებები.

“იქიდან გამომდინარე, რომ წელს საქართველოსა და სომხეთის  პირველი რესპუბლიკების 100 წლის იუბილე აღინიშნება, ჩვენი მიზანია ისეთი ღონისძიებების ორგანიზება, რომელებიც ორი ქვეყნის ახალგაზრდა თაობას გააერთიანებს. დღეს მე ვნახე ახალგაზრდები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, რამაც ბედნიერება მომანიჭა”- , განაცხდა ელჩმა.

კონცერტს ესწრებოდა სომხეთის კულტურის მინისტრი ლილით მაკუნცი, სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე არსენ ხარატიანი და ასევე კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

სომხეთში ქართველების სათვისტომო”ივერიას” თავმჯდომარე სვეტლანა ნამჩევაძე მნიშვნელოვანად მიიჩნევს ამგვარი ღონისძიებების ჩატარებას და თვლის, რომ ეს თემის გაერთიანების კარგი საშუალებაა.

“ეს ჩვენთვის დიდი დღესასწაულია, როდესაც საქართველოს წარმომადგენლები ჩამოდიან სომხეთში, ეს იქნება კონცერტი, თეატრი, თუ ფილმი. კლასიკური მუსიკის საღამო ჩემთვის დიდი მოვლენაა, რადგან კლასიკური მუსიკის დიდი გულშემატკივარი ვარ. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან საინტერესო და ამავე დროს, ძალიან დახვეწილი პროგრამა შეირჩა, მშვენიერი საღამო გვქონდა, “- ამბობს ნამჩევაძე.

 

Leave a Reply