გარო ფაილანი: ერდოღანის პარტიის წევრები გვემუქრებოდნენ

თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) დეპუტატები გარო ფაილანს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ფაილანმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა.

“გუშინ, AKP- ს დეპუტატები შეეცადნენ თავიანთი სამართლიანობა ჩვენთან გაერკვიათ. მათი ბარბაროსობა ჩანს ყველგან. ჩვენ ყველგან დავუპირისპირდებით ფაშისტებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ”, – წერს ქურთი  “ხალხების დემოკრატიული პარტიის “(HDP)  სომეხი დეპუტატი გარო ფაილანი.

თურქეთის პარლამენტში ქურთი დეპუტატები, აფრინში მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას აპროტესტებდნენ, რის შედეგადაც ერდოღანის პარტიის წევრები ქურთი პარტიის წევრებს თავს დაესხნენ.

Leave a Reply