„ხარისხი და პროდუქტიულობის ზრდა – ეს არის ორი ძირითადი წინაპირობა თხილის ბიზნესის განვითარებისა და ევროპის მაღალსტანდარტიან ბაზარზე მოთხოვნადობისთვის.“ – განაცხადა ორგანიზაცია „Oxfam“ ის საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელმა ლევან დადიანმა. მისი და სოფლის მეურნეობის სფეროს სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს, 19 მაისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ENPARD-ის ფარგლებში გაიმართა თხილის დარგის განვითარების რიგით მესამე ფორუმი. ფორუმის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების გაერთიანება თხილის წარმოების სფეროს სრულფასოვან დარგად ჩამოყალიბებისათვის და პროდუქტიულობის და ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა ამ სფეროში მოღვაწე კერძო საწარმოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით.
„ამ დარგის განვითარებისთვის საჭიროა მაღალი ხარისხი და პროდუქტიულობის მაღალი დონე. ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეში ჩვენ უნდა ვაწარმოოთ პროდუქცია, რომელიც შეესაბამება მაღალ ევროპულ სტანდარტებს. ამისთვის საჭიროა რეფორმები ამ სფეროს ყველა მიმართულებაში. კერძოდ, საჭიროა რეფორმები ტექნოლოგიების მხრივ, რათა გვქონდეს მაღალი პროდუქტიულობის დონე, ასევე აუცილებელია რეფორმები ხეების და მიწის დამუშავებისთვის. დღევანდელ ფორუმზე შევთანხმდებით სამომავლო გეგმებზე“.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალიგაშვილმა, რომელმაც ისაუბრა თხილის ფასების ვარდნაზე 2016 წელს.
„წელს თხლის ფასები ვარდნა განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე არსებული დაბალი ფასებით და მისი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამობით. რაც შეეხება ბუნებრივ კლიმატურ მონაცემებს და მათ ზეგავლენას მოსავალზე, ამ შემთხვევაში სოფლის სამეურნეო დაზღვევა ერთადერთი გამოსავალია. ჩვენ ვაფინანსებთ დაზღვევის ერთ ნაწილს, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ჩვენს ფერმერებს შევატყობინებთ, რომ სახელმწიფო დახმარებას გაუწევს სადაზღვევო კუპონების სახით, რისთვისაც გამოყოფილია მილიონობით ლარი“.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუს ჰერმანი, რომელმაც განაცხადა: – „ევროპის სამეზობლო სოფლის სამეურნეო და სასოფლო თემების განვითარების პროგრამა ENPARD-ის საშუალებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მრეწველობის განვითარებას, ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას სხვადასხვა რეგიონში. 2013 წლიდან მოქმედმა პროექტმა ENPARD-მა საქართველოს თავიდანვე გამოუყო 50 მლნ. დოლარზე მეტი გრანტი. ახლო მომავალში საქართველო მიიღებს ისევ 50 მლნ. დოლარიან გრანტს. ვმუშაობთ კიდევ ერთ პროექტზე, რომლის ფარგლებში, საქართველო მიიღებს 80 მლნ. დოლარს. თხილის წარმოება ძალიან მნისვნელოვანია, რადგან საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელთა რიგში ის უკვე კონკურენციას უწევს ღვინოს. ჩვენ გვეამაყება, რომ ევროპის ფინანსური დახმარება მიზნობრივად იქნა გამოყენებული. ევროკავშირი ასევე აპირებს მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს, გრძელვადიანი კრედიტების გაცემის სახით“.
როგორც ცნობილია, თხილის წარმოება უმნიშვნელოვანეს დარგთაგან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს საექპორტო საქონელთა რიგში ლიდერთა შორისაა.
მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და წარმოების გაზრდის შემთხვევაში, ის კონკურენტუნარიანი გახდება მსოფლიო ბაზარზე. კონგრესის მონაწილეები დაინტერესდნენ ამ სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული სამთავრობო პროგრამებით, ასევე შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ საკუთარი შემოთავაზებები და ახალი წინადადებები.
აღაბეკ სიმონიანი
Latest posts by აღაბეკ სიმონიანი (see all)
- ბრიუსელში ფაშინიანისა და მაკრონის შეხვედრა გაიმართა - 12/07/2018
- ფოტო: გიორგი მარგველაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი ნატოს სამიტზე - 11/07/2018
- აზერბაიჯანელები კაპანში - 08/02/2018