Latest posts by Aliq Media (see all)
სახელგანთქმული მუსიკოსი ელტონ ჯონი, თავის ფეისბუქის გვერდზე, სომეხთა გენოციდს „საშინელებად“ აფასებს.
„მე მიხარია ფილმის „The Promise“ (დაპირება) ეკრანებზე გამოსვლა: ისტორია ეხება პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში მომხდარ სომეხთა გენოციდს. ის, რაც სომხეთში მოიხდა, საშინელებაა. ეს შეცდომა იყო. მოდით, პირობა დავდოთ, არასდროს დავივიწყოთ და წინა პლანზე დავაყენოთ ადმიანის უფლებები, სადაც შევძლებთ და როგორც შევძლებთ“-წერს სმუსიკოსი და ამატებს, რომ ფილმიდან მიღბული მოგება ქველმოქმედებას მოხმარდება. “არავინაა დავიწყებული – სწორედ ასე მოხდა სომეხთა გენოციდის შემთხვევაშიც“- თქვა ელტონ ჯონმა.
შეგახსენებთ, რომ ლოს ანჯელესში, ელთონ ოჯნის თაოსნობით გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე, ფილმი „დაპირება“ აჩვენეს. სომეხთა გენოციდის შესახებ ფილმის ჩვენებას ჰოლივუდის ვარსკვლავები ესწრებოდნენ.
ფილმის სარეკლამო კამპანიას ასევე შეუერთდა ცნობილი ჩოგბურთელი (ეთნიკურად სომეხი) ანდრე აგასი, რომელმაც ფილმის მხარდასაჭერი სიტყვები თავისი თვითერის მიკრობლოგში გამოაქვეყნა.
მსოფლიოში განთქმული როკ მუსიკოსი, ჯგუფის System of a Down სოლისტი სერჟ თანკიანი, ფილმის ბოლო ნაწილის მუსიკის თანაავტორად მოგვევლინა.
ფილმის „The Promise“ გადაღების ფინანსური მხარე უზრუნველყო ამერიკელმა (ეთნიკურად სომეხმა) ქველმოქმედმა, ქრქ ქრქორიანმა.