Latest posts by Aliq Media (see all)
2017 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში უნდა შესულიყო სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას. სხვა კომპონენტებთან ერთად გაწერილია მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მოხმარების შეღავათიანი სისტემა, თუმცა როგორც jnews.ge იუწყება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა იანვრის თვეშიც მანამდე არსებული ტარიფით სარგებლობდა.
საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირები სარგებლობენ სოციალური შეღავათებით.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის მიხედვით, 2017 წლის იანვრის თვიდან მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო გეგმავს ყოველი აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.
როგორც წერს სააგენტო jnews.ge, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ დაიფარება თუ არა იანვრის თვეში მათს მიერ გაცემული თანხები, რომლებზეც საშეღავათო სისტემა უნდა გავრცლებულიყი. რადგან ადგილზე ამ საკითხის გარკვევა ვერ მოხერხდა სააგენტომ ოფიციალური წერილით მიმართა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საიდანაც პასუხი არ მიიღეს. თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოპერატორის თანახმად, საშეღავათო პოლიტიკა ძალაში არ შესულა.