სომხეთი ირანში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას აპირებს.
“წელს ირანში ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელი ორმაგად გავზარდეთ , გეგმაში გვაქვს ეს მასშტაბი გავზარდოთ 1 მლრდ 600 კვ/სთ- ის ფარგლებში, რაც 2016 წელთან შედარებით 40-50%- ით ზრდას უზრუნველყოფს,” განაცხადა ენერგეტიკისა, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ჰაიკ ჰარუთუნიანმა.
ჰარუთუნიანის თქმით, ირანთან ბუნებრივი აირის იმპორტის განხორციელების მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც “ბუნებრივი აირი-ელექტროენერგია” ხელშეყრულებით არის შეთანხმებული.