Latest posts by Aliq Media (see all)
1-ელ აპრილს სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი თბილისის „სურბ ეჯმიაწინის“ ეკლესიაში სააღდგომო წირვას და დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
იესო ქრისტეს სასწაულებრივ აღდგომას მიძღვნილი ღვთისმსახურება სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღასრულა. წირვას ესწრებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, თბილისის ისნის რაიონის ხელმძღვანელობა, საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები, სათვისტომოს თანამდებობის პირები, კულტურისა და განათლების მოღვაწეები, საქართველოს სომხური სათვისტომოს ასობით წარმომადგენელი.
წირვის დასასრულს, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და თავის ქადაგებაში აღნიშნა, რომ უფალის აღდგომა აღნიშნავს კეთილის ბოროტზე, სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას. მან ისურვა, რომ კეთილის გამარჯვებამ გაანათოს საქართველო და სომხეთი, სომხური სამოციქულო ეკლესია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ყველა მორწმუნე.