საქართველოში სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერს თბილისი სავსეა საცობებით, თეთრპერანგებიანი ბავშვებით ყვავილებით ხელში. ტრადიციულად, როგორც ბოლო 7 წლის განმავლობაში, წელსაც საქართველოში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო.

თბილისში, სომხური სკოლა უკვე 81-ე ჯერ კარს უღებს პირველკლასელებს.

სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები ერთად აჟღერდა. შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 40 დღის წინ დაღუპული სკოლის მოსწავლეების რომა სარკისიანის და ანაჰიტ ბოსტანჯიანის ხსოვნას.

104-ე სკოლას, ბავშვების დიდი ოდენობის გამო წელს ორი პირველი კლასი ჰყავს.
თბილისის “ჰაიარტუნ” ცენტრის დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა სომხებს მოუწოდა, რომ ბავშვები სომხურ სკოლაში ატარონ.

წელს სკოლას კიდევ ერთი სიახლე აქვს. ოთხსართულიანი კორპუსის მეორე სართული, სადაც 9 კლასი მდებარეობს, გარემონტდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 132 სომხური სკოლების კურსდამთავრებულებიდან 500-ზე მეტმა ჩააბარა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

Leave a Reply