Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისში ეკლესიებს შორის მინიფეხბურთში ტურნირი გაიმართება, – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანი” ავრცელებს.
ტურნირის კენჭისყრა და პრესკონფერენცია შაბათს, 20 ოქტომბერს, 12 საათზე სამებაში ჩატარდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და წარადგინონ გუნდის განაცხადი.
ეკლესიების მრევლს შორის ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეძღვნება.
გთავაზობთ, იმ ეკლესიების ჩამონათვალს, რომლებიც ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას:
1. სამების მონასტერი
2. ვაკის სამების ტაძარი
3. ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარი
4. დიდი დიღმის 100 000 მოწამის სახელობის ტაძარი
5. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტიელის ტაძარი
6. ოქროყანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
7. ქაშუეთის ტაძარი
8. სიონი
9. ჯვრის მამის ტაძარი
10. წმინდა კვირიკეს და ივლიტას ტაძარი
11. წმინდა ვახტანგ გორგასლის ტაძარი
12. წმინდა ნიკოლოზის ტაძარი